logo
ENG



"თქვენი ხელები სისხლიანია" - ანტი-საომარი სლოგანი რუსული სატელიტური ტელევიზიის მენიუში

09 მაი 202215:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/09/wdj6sgi4z296x2o.jpg

რუსული სატელიტური ტელევიზიის მენიუში ანტი-საომარი მესიჯები გამოჩნდა. 

რუსეთში გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ დღეს, 9 მაისს, როცა რუსეთი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს, ყველა არხზე ანტი-საომარი სლოგანი წერია. 

"თქვენს ხელებზე ათასობით უკრაინელის და ასობით დახოცილი ბავშვის სისხლია". - ამბობს ერთ-ერთი სლოგანი. 

"ტელევიზია და ხელისუფლება იტყუება. არა ომს". - ამბობს სხვა. 

საკაბელო ტელევიზიის მენიუში ანტისაომარი სლოგანები გამარჯვების დღის რუსული აღლუმის დაწყებამდე გამოჩნდა. 

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსმა სამხედროებმა დახოცეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა 10 მილიონზე მეტი ადამიანი.

რუსეთი უკრაინაში შეჭრას ომს არ უწოდებს და მას "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებს. 


close დახურვა